Accentnews.ge
ესტონელი დიპლომატი: დასავლეთს აღარ ეშინია „ესკალაციის“ და რუსეთსაც ესმის ეს

ესტონელი დიპლომატი: დასავლეთს აღარ ეშინია „ესკალაციის“ და რუსეთსაც ესმის ეს

19/06/2024 09:32:02 მსოფლიო

ესტონეთის ელჩი უკრაინაში ანელი კოლკი მიიჩნევს, რომ დასავლეთის ქვეყნებს აღარ ეშინიათ „ესკალაციის“ უკრაინას დახმარების გაწევის გამო. ეს მოსაზრება ელჩმა RBC-Ukraine-თან ინტერვიუში გამოთქვა.

„ვფიქრობ, აღარ არის (არანაირი გავლენა). ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა ამარაგებს უკრაინას "პატრიოტით" და საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემებით. ბევრი ქვეყანა აღარ ზღუდავს უკრაინას თავისი იარაღის გამოყენებაში რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე თავდასხმისთვის. ვხედავთ, რომ შეერთებულმა შტატებმა გააუქმა ყველა ეს შეზღუდვა“, - თქვა კოლკმა.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ ეკრძალება დასავლეთის იარაღით თავდასხმა რუსეთის სიღრმეში სამიზნეებზე „ესკალაციის“ გამო, ელჩი აღნიშნავს, რომ ორი წლის წინ რთული წარმოსადგენი იქნებოდა დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღის გამოყენების შეზღუდვების შესუსტება.

"ამდენად, ესკალაციის საფრთხე აღარ არსებობს. და ვფიქრობ, რუსეთსაც კარგად ესმის ეს", - თქვა კოლკმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S