Accentnews.ge
სერგეი შამბა თბილისს პირდაპირ დიალოგს სთავაზობს

სერგეი შამბა თბილისს პირდაპირ დიალოგს სთავაზობს

13/01/2020 14:55:31 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ამჟამად ოპოზიციონერი სერგეი შამბა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას პირდაპირ დიალოგს სთავაზობს. ამის შესახებ აფხაზმა ოპიზიციონერმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„საჭიროა დიალოგის დაწყება იმისთვის, რომ დალაგდეს ნორმალური ურთიერთობები. მე ამის მომხრე ვარ, ნაცვლად იმისა, რომ გაგრძელდეს ისეთი კონფრონტაცია, როგორიც დღესაა“,– განაცხადა შამბამ.

ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ ხედავს შამბა დიალოგის პერსპექტოვას.

„უნდა დავსხდეთ და დავიწყოთ დიალოგი სხვადასხვა ფორმით“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, პირისპირ, მხოლოდ ორი მხარის ჩართულობით დიალოგს გულისხმობდა თუ არა შამბა, მან უპასუხა: „დიახ. რა თქმა უნდა, ამაზე ვსაუბრობთ“.

შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ე.წ. თანამდებობიდან პროტესტის ფონზე გადადგა. ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნები“ განმეორებით გაიმართება.

ქართველი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მსგავს დიალოგს ალტყერნატივა არ აქვს, თუმცა არც დიალოგის წამმართველი ავტორიტეტული სპეციალისტები ეგულებათ რომელიმე მხარეს.

„რაც უფრო გვერდზე გავწევთ რუსებს აფხაზეთთან დიალოგში, მით უკეთესი იქნწება. „არჩევნებში“ გამარჯვების მერტი შანსი აქვს ბჟანია–ანქვაბის დაჯგუფებას, რომლებიც ქართველებთან დიალოგის სურვილს უფრო ამჟღავნებდნენ. ამდენად, ვფიქრობ, ეს რაღაც კუთხით ჩვენს ინტერესშიც უნდა იყოს“, – ამბობს კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S