ბეჟან წაქაძე: ნებისმიერ სანქციებზე წავალ, ახლა, ბაბუაჩემი ჰოთდოგის ჭამით და ვისკის სმით არ მომკვდარა ამერიკაში

19-06-2024 15:05:19 ციტატა

"მე არაფერი მიმიღია [აშშ–დან სავიზო შეზღფუდვაზე] და არც ჩემს კოლეგებს არაფერი მიუღიათ, არავითარი შეტყობინება, მაგრამ თუნდაც მივიღოთ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყნის სუვერენიტეტს ვაშენებთ, დამოუკიდებლობას ვაშენებთ და ამ გზაზე არავითარი დაბრკოლება არ იქნება მისაღები. ნებისმიერ სანქციებზე წავალ მე პირადად, იმიტომ, რომ ამერიკაში თუ არ წავალ მე პირადად... ახლა, ბაბუაჩემი ჰოთდოგის ჭამით და ვისკის სმით არ მომკვდარა ამერიკაში. აქ იცხოვრა 85 წელი და ასე გავაგრძელებ მე", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ "TV პირველს" განუცხადა.

ცნობისთვის: გუშინ აშშ–ის ელჩმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რომ შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები