
მედია: ორბანის პარტია შესაძლოა, ვერ მოხვდეს ევროპარლამენტის ჯგუფში, რომელზეც ის ამყარებდა იმედს
19/06/2024 11:20:29 მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიას სავარაუდოდ, არ მიიღებენ ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა (ECR) პარტიაში, რაზეც ამყარებდა ის იმედს ევროპის სახალხო პარტიიდან გარიცხვის შემდეგ. ამის შესახებ იტალიურ Corriere della Sera ევროპელი ლიდერების ბოლო შეხვედრის მიმდინარეობის მცოდნე იტალიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც იტყობინებიან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, "უარი უთხრა" ორბანის პარტიის ECR-ში გაწევრიანებას, რომელსაც მისი "იტალიის ძმების" პარტია ეკუთვნის, რადგან მას შეიძლება ჰქონდეს "მეტი უარყოფითი მხარე, ვიდრე უპირატესობა".
მედიის ცნობით, ECR-ის რამდენიმე წევრ პარტიას „ბელგიიდან ფინეთამდე" არ სურს ორბანთან თანამშრომლობა და რამდენიმე მათგანმა უთხრა კიდეც მელონს, რომ ფიქრობენ ჯგუფის დატოვებაზე ორბანის პარტიის მიღების შემთხვევაში.
შეგახსენებთ, რომ ორბანის ოპონენტის პარტიის წევრები მიიღეს ევროპის სახალხო პარტიაში, რომლის წევრიც მანამდე ორბანის პარტია იყო.