Accentnews.ge
აშშ-მა ტაივანისთვის $360 მილიონის იარაღის მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-მა ტაივანისთვის $360 მილიონის იარაღის მიყიდვა დაამტკიცა

19/06/2024 13:05:15 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტაივანისთვის $360 მილიონის ღირებულების შეიარაღების მიყიდვა დაამტკიცა.

"ეს დაეხმარება მიმღების უსაფრთხოების გაუმჯოებესაბასა და ხელს შეუწყობს რეგიონში პოლიტიკური სტაბილურობის, სამხედრო ბალანსისა და ეკონომიკური პროგრესის შენარჩუნებას" – განმარტავენ პენტაგონში.

საუბარია Switchblade 300–ს ტიპის რაკეტებზე და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობაზე (სავარაუდო ღირებულებით 60,2 მილიონი აშშ დოლარი) და ALTIUS 600M-V–ს დრონებზე და მასთან დაკავშირებულ აღჭურვილობაზე (სავარაუდო ღირებულებით 300 მილიონი აშშ დოლარი). ასევე Loitering–ის საბრძოლო მასალებზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ტაივანის თავდაცვის სამინისტრო:

"ჩინელი კომუნისტების მიერ ტაივანის ირგვლივ ხშირი სამხედრო ოპერაციების ფონზე, აშშ-ის მიერ იარაღის მიყიდვაზე თანხმობის საშუალებით შესაძლებელი იქნება მტრებისგან მომდინარე საფრთხისთვის სწრაფი პასუხის გაცემა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S