Accentnews.ge
პოლონის საზღვაო კურორტზე დამსვენებლების მასობრივი მოწამვლის მიზეზი დაადგინეს

პოლონის საზღვაო კურორტზე დამსვენებლების მასობრივი მოწამვლის მიზეზი დაადგინეს

19/06/2024 13:58:35 მსოფლიო

პოლონეთის ზღვისპირა ქალაქ პოგორზელიცას პანსიონატში დამსვენებლების მასობრივი ავადობის მიზეზი სალმონელოზი გახდა. ამის შესახებ RMF FM იტყობინება.

სწორედ 19 ივნისს გახდა ცნობილი პანსიონატში მასობრივი მოწამვლის მიზეზების დასადგენად აღებული სინჯების შედეგები. აღმოჩნდა, რომ გამომწვევი იყო სალმონელა.

საერთო ჯამში, 122 ადამიანი გახდა შეუძლოდ, მათ შორის იყვნენ დამსვენებლები და პანსიონატის პერსონალი, რვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის გამო დაწესებულებამ მუშაობა დროებით შეწყვიტა, ხოლო მომხდარის გარემოებებს პროკურატურა გამოიძიებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S