მედია: უკრაინა საქართველოსთან საბორნე მიმოსვლის აღდგენას გეგმავს

19-06-2024 19:56:46 საზოგადოება

კომპანია Ukrferry უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ბათუმის მიმართულებით საბორნე მიმოსვლას აღადგენას გეგმავს, – იუწყება LIGA.net Ukrferry-ს ვებ–საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

როგორც LIGA.net იტყობინება, ჩერნომორსკიდან ბათუმში პირველი რეისი მიმდინარე წლის 12 ივლისს შესრულდება, მარშრუტის გავლას კი დაახლოებით 60 საათი დასჭირდება. მარშრუტზე რეისს1987 წელს გერმანიაში აგებული საავტომობილო/ სარკინიგზო/ სამგზავრო ბორანი Kaunas შეასრულებს.

ბორანზე სხვადასხვა ტიპის კაიუტებში 250 მგზავრის ადგილია, მისი სიგრძე 190 მეტრი, ხოლო სიგანე 28 მეტრია. მის ორ სატვირთო გემბანზე ერთდროულად შესაძლებელია 49 უნივერსალური სარკინიგზო ვაგონისა და 50 სატვირთო ავტომობილის განთავსება.

საბორნე მიმოსვლა ამ მარშრუტზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეჩერდა.

"აქცენტი" ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, როგორც უწყებაში აცხადებენ, "არანაირი შეტყობინება და კომუნიკაცია ამ საკითხზე სამინისტროსთან არ ყოფილა".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები