Accentnews.ge
წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

19/06/2024 17:23:53 სამართალი

სოფელ წიწამურის მიმდებარედ, წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით და უკანონო ქმედებით გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს. საქმეს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

ცნობისთვის: თბილისის ნაწილი უკვე 4 დღეა, წყლის გარეშეა დარჩენილი. მოქმედებს გრაფიკი, რომლითაც რამდენიმე უბანს წყალი მხოლოდ სამი საათით მიეწოდება. ზოგიერთ რაიონში კი წყალს სპეციალური რეზერვუარებით არიგებენ. წყალი შეწყვეტილია მცხეთასა და მიმდებარე სოფლებშიც. „ჯორჯიან უაოთერ ენდ ფაუერმა" დღეს განაცხადა, რომ სოფელ წიწამურთან წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S