
ქავთარაძის ქუჩაზე ძლიერი ხანძარია
13/01/2020 19:58:08 საზოგადოება
თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ხანძარია. ცეცხლი რამდენიმე მაღაზიას უკიდია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე 14 სახანძრო ჯგუფი მუშაობს და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
განახლება
თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
„ქავთარაძის N3-ში იყო ხანძარი. ცეცხლი გაუჩნდა მაღაზიას, სადაც ინახებოდა სამშენებლო მასალა. იწვოდა 350-400 დაახლოებით კვადრატულ მეტრამდე. გვერდით არის ორი ბენზინგასამართ სადგური. იყო ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული 14 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ამჟამად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებული არავინ არის“, – განუცხადა ჟურნალისტებს სახანძრო-სამაშველო ძალების თბილისის სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ.