
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი: კიევი და ევროკავშირი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას უახლოეს მომავალში გააფორმებენ
19/06/2024 19:08:50 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, კიევი და ევროკავშირი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას უახლოეს მომავალში გააფორმებენ, – იუწყება უკრაინული მედია.
"უკრაინამ და ევროკავშირმა ხელშეკრულების ტექსტი უკვე შეათანხმეს და გადაწყვიტეს, რომ მას უახლოეს მომავალში მოაწერენ ხელს“, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი უკრაინას, მათ შორის სამხედრო დახმარებას ჰპირდება.