
უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოვაგდეთ
20/06/2024 05:57:25 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი განეიტრალებულია.
„20 ივნისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას რაკეტებისა და დრონების გამოყენებით დაარტყეს. მთლიანობაში, მტერმა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის 9 რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 5 რაკეტა და 27–ვე დრონი გავანადგურეთ “, - განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა.
მისი ცნობით, საჰაერო თავდაცვა მუშაობდა დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ნიკოლაევის, ხერსონის, ხარკოვის, კიევის, ჩერკასის, პოლტავასა და ვინიცას ოლქებში.