
კანადამ ირანის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
20/06/2024 08:34:38 მსოფლიო
კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა დომინიკ ლებლანმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა,– იტყობინება BBC .
გადაწყვეტილების გაჟღერებისას მან ხაზი გაუსვა, რომ კანადის მთავრობა "უზრუნველყოფს, რომ არ არსებობდეს იმუნიტეტი ირანის უკანონო ქმედებებისთვის და ტერორიზმის მხარდაჭერისთვის."
კანადამ ასევე ტერორისტების სიაში "ყუდსის" ძალები, გუშაგთა კორპუსის სპეციალური დანიშნულების სამხედრო ნაწილი დაამატა.
მაისში კანადის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას.
2020 წლის იანვარში თეირანში ირანული რაკეტით თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად, კანადის 85 მოქალაქე დაიღუპა.
გასულ ზაფხულს კანადამ, შვედეთმა, უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში.