Accentnews.ge
პუტინი ვიეტნამში ჩავიდა

პუტინი ვიეტნამში ჩავიდა

20/06/2024 09:08:06 მსოფლიო

19 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვიეტნამში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. პუტინი ვიეტნამის კომუნისტ ლიდერებს, მათ შორის ვიეტნამის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ტო ლამს შეხვდა.

რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედიასაშუალებების ცნობით, პუტინი ვიეტნამთან ვაჭრობის, ეკონომიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობას განიხილავს.

"ვიეტნამთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება ყოველთვის იყო ჩვენს პრიორიტეტებს შორის." - თქვა პუტინმა ჰანოიში.

ვიეტნამში ვიზიტისას პუტინს თან ახლდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ვიცეპრემიერი დიმიტრი ჩერნიშენკო, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი და პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი. მანამდე პუტინი ჩრდილოეთ კრეაში იმყოფებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S