
გერმანიაში 32 წლის ქართველი სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს
20/06/2024 09:14:30 სამართალი, საზოგადოება
გერმანიაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით 32 წლის ქართველი კაცი დააკავეს. იტყობინება Il Messaggero.
გამოცემის ცნობით, სახლისკენ მიმავალ ქალს მამაკაცი აედევნა და საცხოვრებელი კორპუსის შენობაში არსებულ საერთო სამრეცხაო ოთახში თავს დაესხა, გააუპატიურა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა გამოძიება მსხვერპლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოეს, კამერებიდან კადრები ამოიღეს და სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს. ის დაზარალებულმა ამოიცნო.
დაკავებულს ამჟამად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.