
ამერიკელი სამხედროები სირიაში ISIS–ის მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის შესახებ იტყობინებიან
20/06/2024 10:56:41 მსოფლიო
აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) მაღალჩინოსნის ლიკვიდაცია განხორციელდა, - იტყობნება CNN აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით.
როგორც განიმარტა, საუბარია უსამა ჯამალ მუჰამედ იბრაჰიმ ალ-ჯანაბზე.
მათივე მტკიცებით, არ არსებობს არავითარი მინიშნება, რომ თავდასხმის შედეგად სამოქალაქო პირები დაშავდნენ.
2024 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ და მისმა პარტნიორებმა სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ შვიდი წევრის ლიკვიდაცია განახორციელეს და 27 დააკავეს. ამავე პერიოდში, ერაყში ISIS-ის 11 წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა, 36 კი - დააკავეს.