
მექაში ჰაჯის დროს დაღუპულთა რაოდენობამ 1000–ს მიაღწია
20/06/2024 12:01:29 მსოფლიო
საუდის არაბეთში, მექაში ჰაჯის მსვლელობისას ძლიერი სიცხისგან დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს მიაღწია.
მექაში ჰაერის ტემპერატურამ დღესასწაულის დროს 52 გრადუსს მიაღწია, რაც სხეულის გადახურების და მომლოცველთა ნაწილის დაღუპვის მიზეზი გახდა.
დაღუპულთა შორის არიან საუდის არაბეთის, ეგვიპტის, იორდანიის, ტუნისის, ირანის, ინდონეზიისა და სენეგალის მოქალაქეები.
ჰაჯი ტრადიციული მოლოცვის რიტუალია, რომელიც მექაში ყოველწლიურად ტარდება. პილიგრიმები სხვადასხვა მუსლიმური ქვეყნებიდან მექადან აღმოსავლეთით დაახლოებით, ხუთ კილომეტრში ლოცვით მსვლელობას აწყობენ. მომლოცველები იმ გზას გადიან, რომელიც გადმოცემის თანახმად წინასწარმეტყველმა მუჰამედმა განვლო. ჰაჯი მუსლიმური რელიგიის ხუთ მთავარ საყრდენთაგან ერთ-ერთია და ყველა ფიზიკურად ჯანმრთელი მუსლიმი ვალდებულია, სიცოცხლეში ერთხელ მაინც დაესწროს მას.