
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესის მოსამართლეობის სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირა
20/06/2024 12:04:43 სამართალი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილს სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში, პლენარულ სესიაზე დაამტკიცებენ.
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უმრავლესობის დეპუტატებმა შეაფასეს უზენაესის კანდიდატების კვალიფიკაცია, რადგან სხდომას ბოიკოტის ნიშნად ოპოზიცია არ ესწრებოდა.
სხდომაზე გაირკვა, რომ მოსამართლეობის კანდიდატებს სასამართლო სისტემაზე ანალოგიური მოსაზრებები აქვთ, რაც ხელისუფლებას და ამტკიცებენ, რომ არანაირი "კლანი" არ არსებობს და რომ "ოცნების" ხელისუფლების პირობებში სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია".