Accentnews.ge
უკრაინას "პატრიოტის" კომპლექსს რუმინეთიც გადასცემს

უკრაინას "პატრიოტის" კომპლექსს რუმინეთიც გადასცემს

20/06/2024 13:41:15 მსოფლიო

რუმინეთმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემა "პატრიოტის" გადაცემა გადაწყვიტა.

”უკრაინაში სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესების გათვალისწინებით რუსეთის მუდმივი და მასიური თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ სექტორზე, ასევე გათვალისწინებით ამ სიტუაციის რეგიონალური შედეგებისა, მათ შორის რუმინეთის უსაფრთხოებაზე, მჭიდრო კოორდინაციით ადგილობრივ მოკავშირეებთან – უმაღლესი საბჭოს წევრებთან, მივიღეთ გადაწყვეტილება "პატრიოტის" სისტემის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ“, - ნათქვამია რუმინეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

აღნიშნულია, რომ ასეთი ნაბიჯი გადაიდგა იმ პირობით, რომ ბუქარესტი გააგრძელებს მოლაპარაკებებს მოკავშირეებთან მსგავსი სისტემის მისაღებად.

მაისში, ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა გამოაცხადა მზადყოფნა, განიხილოს უკრაინისთვის "პატრიოტის" სარაკეტო თავდაცვის სისტემის მიწოდების შესაძლებლობა.

რუმინეთი, რომელიც ნატოს წევრია 2004 წლიდან, უკრაინასთან 650–კილომეტრიანი საზღვარი აქვს. რუსული დრონების ფრაგმენტები არაერთხელ ჩამოვარდნილა რუმინეთის ტერიტორიაზე უკრაინაზე თავდასხმების ფონზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S