Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი შეშფოთებულია F-16–ების სამომავლო გამოყენებასთან დაკავშირებით

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი შეშფოთებულია F-16–ების სამომავლო გამოყენებასთან დაკავშირებით

20/06/2024 13:57:37 მსოფლიო

ბოლო კვირებში რუსეთმა დაიწყო უკრაინის აეროდრომების მიზანში ამოღება „F-16–ის გამანადგურებლების ჩამოსვლის შიშით“, ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის მოხსენებაში.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, „2024 წლის ივნისის განმავლობაში რუსეთის საჰაერო ძალები აგრძელებდნენ ზეწოლას უკრაინის ფრონტის ხაზებზე ტაქტიკური ავიაციით, ხოლო კამიკაძე დრონები განაგრძობდნენ უფრო ღრმა ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ობიექტზებზე შეტევას“.

„თუმცა, 12 ივნისიდან 18 ივნისამდე, რუსულმა შორ მანძილზე მყოფმა ავიაციამ ფოკუსირება მოახდინა ფრთოსანი რაკეტებით უკრაინის ავიაბაზებზე შეტევაზე, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის წარმატებებით, მაგრამ ასევე, სავარაუდოდ, ხაზს უსვამს რუსეთის შეშფოთებას F-16–ის გამანადგურებლების სამომავლო გამოყენებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ანგარიშში.

მანამდე ჰოლანიელმა დიპლომატმა განკე ბრუინს-სლოტმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები არ არის წინააღმდეგი, მის მიერ გადაცემული გამანადგურებლები უკრაინამ გამოიყენოს რუსეთში სამხედრო სამიზნეებზე დასარტყმელად, როგორც თავდაცვის საშუალება.

აშშ-ის ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები შესაძლოა ცდილობდნენ რუსეთის საჰაერო თავდაცვის აქტიურად შესუსტებას მანამ, სანამ უკრაინა მიიღებს F-16–ის გამანადგურებლებს, რათა გზა გაუხსნას უკრაინის მიერ თვითმფრინავების შემდგომ გამოყენებას ფრონტის ხაზთან ახლოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S