
მალხაზ მაჩალიკაშვილი: "მთელი ევროპა ითხოვს, გამოიძიონ თემირლანის საქმე და ესენი მე მარბენინებენ დაკითხვაზე"
20/06/2024 14:48:18 სამართალი
მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, "სოციალური სამართლიანობის ცენტრში" დღეს გამართული პრეს–კონფერენციის შემდეგ გამომძიებელი დაუკავშირდა და გამოკითხვაზე დაიბარა.
"მთელი ევროპა ითხოვს, გამოიძიონ თემირლანის საქმე და ესენი მე მარბენინებენ დაკითხვაზე. მართალი გითხრათ, არ დავინტერესებულვარ და არც მაინტერესებს რატომ მეძახიან. რამდენჯერმე დამიბარეს შსს-დან დაკითხვაზე, მე უარი განვაცხადე, შემდგომში საქმე გადაეცა სასამართლოს. ესენი ყველა იმ ადამიანს სჯიან, ვინც კი რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ამოიღო ხმა და აქვე გადაწყვიტეს, აი, მაჩალიკაშვილსაც დავსჯით", – განუცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა "მთავარ არხს".
- ამავე თემაზე: SJC: თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას მთავრობა დემონსტრაციულად არ აღასრულებს.
განახლება
მალხაზ მაჩალიკაშვილს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით სამართალდამცველები კითხვებს ორ საათზე მეტ ხანს უსვამდნენ. იგი მოწმის სტატუსით დაკითხეს.
მაჩალიკაშვილმა არ გამორიცხა, რომ იგი კიდევ გამოიკითხოს.
"იყო დაკითხვა აქციებთანდ აკავშირებით. მოწმის სტატუსით დამკითხეს. მე ყოველდღე აქციაზე ვარ და ვიქნები კიდეც. მე უბრალოდ ვიდექი და იძლებული ვიყავი მათი კითხვებისთვის მეპასუხა. ესენი ყვეალფერზე არიან წამსვლელები. ადრე რამდენჯერმე დამირეკეს და უარი ვუთხარი რამდენჯერმე და დღეს, რადგან სასამართლოში იყო გამოკითხა, ვუთხარი მოვალთო", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.