Accentnews.ge
მედია: ევროკავშირი სომხეთს 18 მილიონი ევროთი დაეხმარება

მედია: ევროკავშირი სომხეთს 18 მილიონი ევროთი დაეხმარება

20/06/2024 17:07:51 მსოფლიო

ევროკავშირი სომხეთს 18 მილიონი ევროთი დაეხმარება, – იუწყება სომხური მედია.

მისი ცნობით, სომხეთის რესპუბლიკასა და ევროკომისიას შორის დაფინანსების შეთანხმება ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა. დოკუმენტის პროექტი, სახელწოდებით "შეთანხმება სახელმწიფო გაძლიერებისა და გამძლეობის შესახებ სომხეთის რესპუბლიკისთვის" მთავრობის სხდომაზე ვიცე-პრემიერმა მგერ გრიგორიანმა წარადგინა.

მისი თქმით, 2024 წლის პირველ კვარტალში ხელმოწერილი პროგრამის მიზანი, რომლის საერთო ღირებულებაც 15 მილიონი ევროა, სომხეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობაა. მისივე განცხადებით, კიდევ ერთი შეთანხმებით, რომელიც მთავრობის არასაანგარიშო საკითხების პაკეტშია, ევროკავშირი მხარდასაჭერად დამატებით 3 მილიონ ევროს გამოყოფს.

“აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს მთავრობის მხარდაჭერას უფრო ფართო რეფორმების პროცესში, ასევე მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შემდგომ სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციაში, კერძოდ, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სტრატეგიების განხორციელებაში”, - განაცხადა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S