Accentnews.ge
მიტჩელი: ივანიშვილს გარშემო ჰყავს ადამიანები, რომელთა მთავარი მიზანი ძალაუფლებასა და ფულთან ახლოს ყოფნაა, შესაბამისად, ვერავინ ეუბნება, რომ მას თავში საკმაოდ სულელური იდეები მოსდის

მიტჩელი: ივანიშვილს გარშემო ჰყავს ადამიანები, რომელთა მთავარი მიზანი ძალაუფლებასა და ფულთან ახლოს ყოფნაა, შესაბამისად, ვერავინ ეუბნება, რომ მას თავში საკმაოდ სულელური იდეები მოსდის

20/06/2024 19:32:04 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი ლინკოლნ მიტჩელ​ი აცხადებს, რომ "ივანიშვილს თავში მოსდის იდეები და ვერავინ ეუბნება, რომ ეს საკმაოდ სულელური იდეებია". ამის შესახებ მან აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის მიერ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომელზეც რუსული სტილის აგენტების კანონის გავრცელების საკითხი განიხილებოდა.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ეს[ "აგენტების კანონის" მიღება] რუსეთის უშუალო დირექტივით მოხდა თუ არა, რამეთუ „შედეგი ძალიან მკაფიოა“:

"აშშ-სა და დასავლეთში ხშირად სათანადოდ არ აფასებენ, რამდენად ახირებულად იღებს გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არანაირ ფორმალურ თანამდებობას არ ფლობს საქართველოს მთავრობაში. მაგრამ ეს არის ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს. მას თავში მოსდის იდეები, მათ აჟღერებს და გარშემო ჰყავს ადამიანები, რომელთა მთავარი მიზანი მასთან ახლოს ყოფნაა, რათა ისინი ახლოს იყვნენ ძალაუფლებასა და ფულთან. შესაბამისად, ვერავინ ეუბნება, რომ ეს საკმაოდ სულელური იდეაა. შესაბამისად ის [იდეა] წინ მიიწევს. მე ვერ დავამტკიცებ, რომ ეს რუსეთიდან ნაკარნახევი ნაბიჯია, მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ შედეგი არის ძალიან მკაფიო და შედეგი არის კარგი რუსეთისთვის და ცუდი – საქართველოს დასავლური ტრაექტორიისთვის, ქვეყნის დასავლური მისწრაფებებისთვის", – განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა.

მანამდე, მან ისაუბრა კანონის უარყოფით ზეგავლენაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების როლი უმნიშვნელოვანესია.

"არასამთავრობო ორგანიზაციები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს მთავრობის ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით და ხელს უწყობენ საქართველოს ტრაექტორიას ევროკავშირისკენ, რომელიც ქვეყნის მთავრობის დეკლარირებული კურსია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S