Accentnews.ge
რაიდერი: უკრაინელებს შეუძლიათ, გამოიყენონ ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ სამხედრო ობიექტზე დარტყმის განსახორციელებლად

რაიდერი: უკრაინელებს შეუძლიათ, გამოიყენონ ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ სამხედრო ობიექტზე დარტყმის განსახორციელებლად

21/06/2024 06:24:22 მსოფლიო

პენტაგონის პრესსპიკერის, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ-მაიორ პატრიკ რაიდერის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ, გამოიყენონ შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ სამხედრო ობიექტზე დარტყმის განსახორციელებლად და არა მხოლოდ იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ხარკოვის ოლქის მახლობლად მდებარეობს.

”საპასუხო სროლის უნარი არის ის, რისკენაც ეს პოლიტიკაა მიმართული. როდესაც ვხედავთ, რომ რუსული ჯარები ცეცხლს საზღვრის მიღმა ტერიტორიიდან ხსნიან, უკრაინას შეუძლია, უპასუხოს ამ სახმელეთო ძალებს შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული საბრძოლო მასალის გამოყენებით”, - აღნიშნა რაიდერმა და ზახი გაუსვა, რომ ეს არის თავდაცვა.

მან განმარტა, რომ რუსული ძალები ცდილობენ, გამოიყენონ თავიანთი საზღვრები, როგორც უსაფრთხო ზონა ცეცხლის გასახსნელად, უკრაინაში თავდასხმების განსახორციელებლად, შეტევითი მოქმედებების მხარდასაჭერად. ამდენად, მისი თქმით, "ვხედავთ რა იმ ძალებს, რომლებიც აწარმოებენ ამ ტიპის ოპერაციებს საზღვრის მიღმა, ჩვენ განვმარტეთ, რომ უკრაინას შეუძლია და აქვს უფლება, გახსნას საპასუხო ცეცხლი თავის დასაცავად“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, იგულისხმება თუ არა უფრო ფართო ტერიტორია და არა მხოლოდ ხარკოვი, პენტაგონის პრესსპიკერმა უპასუხა: „სწორია. აქ აქცენტი კეთდება სტრატეგიულ განზრახვაზე, რომელიც გულისხმობს საპასუხო ცეცხლის გახსნას, როცა თავს გესხმიან“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S