Accentnews.ge
აშშ-ში „კასპერსკი“ რუსეთთან კავშირების გამო აკრძალეს

აშშ-ში „კასპერსკი“ რუსეთთან კავშირების გამო აკრძალეს

21/06/2024 09:19:15 მსოფლიო

აშშ-ში ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია „კასპერსკი“ რუსეთთან კავშირების გამო აკრძალეს.

როგორც განიმარტა, კომპანიის კავშირები მოსკოვთან საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატებში არსებულ მომხმარებლებს.

„რუსეთმა აჩვენა, რომ აქვს შესაძლებლობა და განზრახვა, გამოიყენოს რუსული კომპანიები, მაგალითად, „კასპერსკი“ ამერიკელთა პირადი ინფორმაციის შესაგროვებლად და მათ იარაღად გამოსაყენებლად. სწორედ ამიტომ, ჩვენ იძულებული ვართ, მივიღოთ ზომები, რომლებსაც დღეს ვაწესებთ“, – აცხადებენ ვაჭრობის დეპარტამენტში.

კომპანია ვეღარ შეძლებს მისი პროდუქტის გაყიდვას ან განახლებას შეერთებულ შტატებში.

აკრძალვა ძალაში 29 სექტემბრიდან შევა.

„კასპერსკიში“ ამტკიცებენ, რომ მათი ქმედებები "საფრთხეს არ უქმნის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას" და რომ გადაწყვეტილება „გეოპოლიტიკურ კლიმატსა და თეორიულ შეშფოთებებს“ ეფუძნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S