
თურქეთში გაჩენილ ტყის ხანძარს მსხვერლი მოჰყვა
21/06/2024 10:01:17 მსოფლიო
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, 44 დაშავდა.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეტინ კოჩას განცხადებით, ცეცხლი ქალაქ დიარბაკირსა და მარდინს შორის მდებარე ორ რაიონზე გავრცელდა.
როგორც მან აღნიშნა, დაშავებულთაგან 10 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ ხანძარი დიარბაკირის პროვინციაში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო გაჩნდა და ქარის გამო გაძლიერდა.
მინისტრის თქმით, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს და ახლა ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.