
სანდუ: ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე
21/06/2024 10:23:39 ევროპა
მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, მან ხელი მოაწერა განკარგულებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე.
მისი თქმით, მოლაპარაკებებს მოლდოვის დელეგაცია ლუქსემბურგში მომავალ კვირას დაიწყებს.
"დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი გზაა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ყველა მოქალაქისთვის უკეთესი ცხოვრებისკენ.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს დელეგაციას, რადგან ისინი ოფიციალურად დაიწყებენ მოლაპარაკებებს ლუქსემბურგში მომავალ კვირას", - წერს სანდუ.