Accentnews.ge
ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს უფროსად ოლექსი მოროზოვი დანიშნა

ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს უფროსად ოლექსი მოროზოვი დანიშნა

21/06/2024 11:19:52 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო უსაფრთხოების სამმართველოს ახალ უფროსად ოლექსი მოროზოვი დანიშნა. ამის შესახებ სესაბამის ბრძანებულებაშია ნათქვამი.

9 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი სერგი რუდი გაათავისუფლა, რომელიც უწყებას 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა.

მანამდე უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ რუდის ორი თანამშრომელი – პოლკოვნიკები, სახელმწიფო ღალატსა და ტერაქტის განხორციელებაში თანამონაწილეობაში ამხილეს.

უშიშროების სამსახურში თქვეს, რომ ჩავარდა რუსეთის ეფესბე–ს გეგმა უკრაინის პრეზიდენტისა და მაღალი რანგის სხვა მოხელეების ლიკვიდაციის თაობაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S