
რუსი სამხედროების მიერ საკუთარი Ka-29–ის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან
21/06/2024 11:28:58 მსოფლიო
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ანაპას თავზე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ვერტმფრენი Ka-29 ჩამოაგდო. ამის შესახებ თითქმის ერთდროულად იტყობინებიან რუსი მედესანტე და Z-ბლოგერი იეგორ გუზენკო და ომის მხარდამჭერი ტელეგრამ–არხი "Осведомитель".
მათი ცნობით, Ka-29 ეძებდა უეკიპაჟო კატერს და სწორედ ამ დროს ჩამოაგდო რუსეთის საჰაერო თავდაცვამ.
ინციდენტის შედეგად დაიღუპა Ka-29-ის მთელი ეკიპაჟი - ოთხი ადამიანი. სამგლოვიარო პოსტი გამოაქვეყნა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების კაპიტანმა ილია თუმანოვმა. მისი აზრით, ვერტმფრენი ჩამოაგდო რუსეთის საჰაერო თავდაცვამ, მაგრამ ეს მოხდა "უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი ტაქტიკის გამო, რომელიც დრონებს უშვებს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ".