
რობერტო ბაჯოს საკუთარ სახლში შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს
21/06/2024 11:45:10 მსოფლიო
"ოქროს ბურთის" მფლობელ რობერტო ბაჯოს იტალიაში, საკუთარ სახლში შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. ინფორმაციას Corriere del Veneto ავრცელებს.
არსებული ცნობებით, ხუთი შეიარაღებული კაცი სახლში შეიჭრა, ყოფილი ფეხბურთელი და მისი ოჯახის წევრები გაკოჭეს და ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს. თავდამსხმელთა ნაძარცვი მოიცავდა საათებს, სამკაულებს და ფულს.
იტყობინებიან, რომ სპორტსმენმა თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ თავის არეში იარაღის ჩარტყმის შედეგად ღრმა ჭრილობა მიიღო. ბაჯომ ოთახიდან გასვლა ყაჩაღების წასვლიდან 40 წუთში შეძლო. იტალიელმა პოლიცია გამოიძახა, ახლა მძარცველებს ეძებენ. ვეტერან სპორტსმენს ჰოსპიტალიზება დასჭირდა.