
პესკოვი: აშშ-სთან დიალოგი აუცილებელია
21/06/2024 13:09:50 მსოფლიო
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აშშ–სთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს.
"ჯამში, დიალოგი [აშშ-სთან] ძალიან საჭიროა, რადგან პრობლემები მატულობს. ბევრი პრობლემაა გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით" – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.
პესკოვის თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის საუბარი აუცილებელია, შეეხოს გლობალური უსაფრთხოების ბევრ საკითხს, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს:
"ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ყოვლისმომცველი დიალოგისთვის, რომელიც ყველა სფეროს მოიცავს, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსაც და ამ კონფლიქტში აშშ-ს პირდაპირ ჩართულობას".