Accentnews.ge
თურქეთი სომხეთის გადაწყვეტილებას მიესალმება

თურქეთი სომხეთის გადაწყვეტილებას მიესალმება

21/06/2024 13:31:43 მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ სომხეთის გადაწყვეტილებას მიესალმება.

"როგორც ყოველთვის აღვნიშნავდით, პალესტინის აღიარება საერთაშორისო სამართლის, სამართლიანობისა და სინდისის მოთხოვნაა.

თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა პალესტინა, რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ აღიაროს“, – განაცხადეს თურქეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში.

21 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა აღიარა პალესტინის სახელმწიფო.

2024 წლის მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში, პალესტინა სახელმწიფოდ აღიარეს ესპანეთმა, ნორვეგიამ, ირლანდიამ და სლოვენიამ. ისრაელმა ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა და უწოდა „საჩუქარი ჰამასისთვის“.

პალესტინა სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს გაეროს 193 წევრიდან 140-ზე მეტს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S