![ევროპოლმა ადამიანებით მოვაჭრეთა ქსელი გამოავლინა [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/papap_R87tM3i.jpg)
ევროპოლმა ადამიანებით მოვაჭრეთა ქსელი გამოავლინა [ვიდეო]
21/06/2024 14:34:58 მსოფლიო
ესპანეთის პოლიციამ, ევროპოლის მხარდაჭერით, გაანეიტრალა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ჩართული იყო ადამიანებით ვაჭრობაში სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით. ჯგუფის მსხვერპლები უკრაინელი ლტოლვილები იყვნენ. ამის შესახებ ევროპოლმა 21 ივნისს განაცხადა.
24 მაისს პოლიციის ოპერაციის დროს ესპანეთის პოლიციამ დააკავა კრიმინალური ქსელის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი - ერთი ესპანეთის მოქალაქე, ორი რუსეთის და ორიც უკრაინის.
პოლიციამ ამოიღო ორი ძვირადღირებული მანქანა, ნაღდი ფული, ელექტრონული აღჭურვილობა, სამუშაო ხელშეკრულებები მომსახურების სექტორში და სხვა დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია იმ კლუბთან, სადაც მსხვერპლთა ექსპლუატაცია ხდებოდა. გაათავისუფლეს 14 მსხვერპლი ქალი.
კრიმინალური ჯგუფი, რომელიც ესპანეთში 2020 წლიდან აქტიურობს, თავის მსხვერპლებს ინტერნეტით უკავშირდებოდა და კლუბში დასაქმებას პირდებოდა. დაზარალებულები ძირითადად უკრაინელები იყვნენ, მაგრამ თავდამსხმელები ბელარუსის მოქალაქეებსაც უწევდნენ ექსპლუატაციას.