Accentnews.ge
პოლონეთში რუსეთის ორ მოქალაქეს ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლებენ

პოლონეთში რუსეთის ორ მოქალაქეს ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლებენ

21/06/2024 14:45:33 მსოფლიო

პოლონეთის პროკურატურამ დაასრულა გამოძიება რუსეთის ორი მოქალაქის მიმართ, რომლებიც შარშან დააკავეს. ისინი საშუშობაში იყვნენ ეჭვმიტანილები,– იტყობინება RMF FM.

საქმე სასამართლოს გადაეგზავნა.

პროკურორების თქმით, ორმა ეჭვმიტანილი ცდილობდა პოლონელების და უცხოელების გადაბირებას და გაწევრიანებას "ვაგნერის" ჯგუფში, კერძო არმიაში, რომელიც შეიქმნა რუსეთში კრემლის საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული პოლიტიკის განსახორციელებლად.

"ეს ორგანიზაცია განიხილება შეიარაღებულ ჯგუფად, რომელიც სჩადის ტერორისტული ხასიათის დანაშაულებს", - წერს გამოცემა.

პროკურორების ცნობით, დაკავებულები ასევე აგროვებდნენ ინფორმაციას რუსეთის დაზვერვისთვის.

ისინი სავარაუდოდ, ასევე „მონაწილეობდნენ ჰიბრიდულ აქტივობებში, რომლებიც მიზნად ისახავდა პოლონეთში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას და ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას“, – წერს RMF FM.

მამაკაცებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S