Accentnews.ge
გერმანიაში ჯაშუშობისთვის სამი პირი დააკავეს

გერმანიაში ჯაშუშობისთვის სამი პირი დააკავეს

21/06/2024 14:55:24 მსოფლიო

ფრანკფურტში სამი პირი დააკავეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვით. დაკავებულები არიან სომხეთის, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები. ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ 21 ივნისს განაცხადა.

მათ ედავებიან გერმანიაში მყოფი უკრაინელების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას.

სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხვა დეტალები უცნობია.

მანამდე, რუსეთის დაზვერვისთვის მომუშავე ჯაშუშები არაერთხელ გამოავლინეს გერმანიაში. გერმანიის სპეცსამსახურები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ რუსეთი სულ უფრო ხშირად მიმართავს შანტაჟს და ფინანსურ სტიმულს ადამიანების გადასაბირებლად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S