Accentnews.ge
საბერძნეთში ერთ დღეში 45 ხანძარი გაჩნდა

საბერძნეთში ერთ დღეში 45 ხანძარი გაჩნდა

21/06/2024 15:05:13 მსოფლიო

საბერძნეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში გაჩენილ ხანძრებს ებრძვიან.

Protothema წერს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 45 ხანძარი გაჩნდა.

21 ივნისის მდგომარეობით, ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ მეგაპოლისის მიდამოში ძლიერი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, რომელიც არსებობს საცხოვრებელ სახლებს ემუქრება. პროცესში ჩართულია 70 მეხანძრე, 18 მანქანა, 6 სპეციალიზებული თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი.

ხანძარს ასევე ებრძვიან ახაიას რაიონში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით. აქაც 70-ზე მეტი მეხანძრე და 30-ზე მეტი ტექნიკა მუშაობს.

ათენის სამხრეთით ცეცხლი უახლოვდება დასახლებებს ანავისოსსა და სარონიდას შორის, ადგილობრივ მოსახლეობას ჩრდილოეთის მიმართულებით ევაკუაცია სთხოვენ.

ცეცხლი ასევე მძვინრვარებს ტყიან მთაზე, კუნძულ კეფალონიაზე, ლარისას დასავლეთით მდებარე რაიონში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S