
"მაყურებლებმა" ცემით მოკლეს" – თავდასხმა თბილისში
21/06/2024 17:20:20 სამართალი
თბილისში ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაავრცელეს.
ირკვევა, რომ თავად თავდასხმის ფაქტი 15 ივნისს, ვარკეთილში მოხდა. ახალგაზრდა, მათ შორის, თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს. ის დღეს გარდაიცვალა.
შსს–ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ–ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ჯგუფური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი.