Accentnews.ge
დაღესტანში მომხდარ ტერაქტებს, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა

დაღესტანში მომხდარ ტერაქტებს, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა

24/06/2024 06:01:58 მსოფლიო

დაღესტანში, დერბერტსა და მახაჩყალაში მდებარე მართლმადიდებულ ეკლესიაზე, სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებაზე მომხდარ ტერაქტებს, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 15 პოლიციელია

კვირას დაახლოებით 23:00 საათზე რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ დერბენტში სპეცოპერაციის აქტიური ეტაპი დასრულდა.

დაღესტნის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, პოლიციელების გარდა, დაღუპულია, სულ მცირე, ორი სამოქალაქო პირი. ამჟამად დღუპულთა შესახებ დაზუსტებული ცნობები ჯერ ისევ არ არის

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა.

24-26 ივნისს დაღესტანში გლოვის დღეებია.

23 ივნისს დაღესტანში დააკავეს სერგოკალინის რაიონის ხელმძღვანელი და პარტია „ედინაია როსიის“ ადგილობრივი ორგანიზაციის მდივანი მაგომედ ომაროვი და გაჩხრიკეს მისი სახლი. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასსის ცნობით, ომაროვის ორმა ვაჟმა, ისევე როგორც მისმა ძმისშვილმა, მონაწილეობა მიიღეს სინაგოგასა და პოლიციელებზე კვირას მომხდარ თავდასხმაში. „ინტერფაქსი“ სამართალდამცავ ორგანოებში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდამსხმელები მოკლეს და ისინი უკვე ამოცნობილი არიან.

23 ივნისს დერბენტში უცნობმა პირებმა ავტომატური იარაღით ცეცხლი გაუხსნეს სინაგოგასა და მართლმადიდებელ ეკლესიას. პარალელურად, უცნობი პირები მახაჩყალაში თავს დაესხნენ საგზაო პოლიციის განყოფილებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S