Accentnews.ge
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-14 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-14 პაკეტი დაამტკიცა

24/06/2024 08:41:09 მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-14 პაკეტი დაამტკიცა. როგორც ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი, ახალი ზომები მიმართულია როგორც ენერგეტიკის, ვაჭრობის, ასევე ევროკავშირის მიერ აქამდე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის გამო.

"პაკეტი მოიცავს შემზღუდავ ზომებს კიდევ 116 ფიზიკური და იურიდილი პირის მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნაზე",– ნათქვამია განცხადებაში.

რას ითვალისწინებს მე-14 პაკეტი

ახალი შეზღუდვები შეეხება ევროკავშირიდან მესამე ქვეყნებში რუსული ბუნებრივი თხევადი გაზის გადაზვის მომსახურებას გემიდან გემზე ან გემიდან ნაპირზე, და არ შეეხება იმპორტსა და რეექსპორს მესამე ქვეყნებში ევორკავშირის გავლით.

ევროკავშირის სათაო კომპანიები ვალდებული იქნებიან, გააკონტროლონ შვილობილი კომპანიები მესამე ქვეყნებში, რათა არ აღმონდენენ სანქციების გვერდის ავლაში ჩართული.

ამასთან, სანქციები დაწესდა ე.წ. რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 27 ტანკერსა და გემის მიმართ, რომლებიც გამოიყენებოდა იარაღის ან უკრაინული მარცვლეულის გადასაზიდად.

სანქციების სიაში ფიზიკურ პირებს შორის მოხვდნენ მომღერალი პოლინა გაგარინა, ბიზნესმენები იგორ ალტუშკინი, რომან ტროცენკო და ტაიმურაზ ბოლოევი.

სანქციები დაწესდა სწრაფი გადარიცხვების სისტემის SWIFT რუსული ანალოგის მიმართ მესამე ქვეყნებთან ფინანსური ტრანზაქციების განსახორციელების შესაზღუდად.

ევროკავშირში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკრძალებათ თანხების მიღება რუსული სახელმწიფოსგან ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციებისგან.

ევროკავშირის ავიაკომპანიებს ეკრძალებათ რუსეთის მოქალაქეებთან ან ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების გაფორმება ჩარტერული და კერძო ფრენების განხორციელების მიზნით მთელ მსოფლიოში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S