
შსს: 3 თვეში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებული 1 416 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 1 071 პირს დაუდასტურდა
24/06/2024 08:55:48 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 3 თვეში ქვეეყნის მასშტაბით ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებული 1 416 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 1 071 პირს დაუდასტურდა.
მისივე ცნობით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულთაგან 1 397 მამაკაცია, რომელთა შორისაც 1 057 -ს დადებითი შედეგი ჰქონდა; ხოლო 19 ქალიდან ნარკოტიკული თრობა 14-ს დაუდასტურდა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალშივე, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან 5 არასრულწლოვანი იყო, რომელთაგან 2-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.
სტატისტიკის მიხედვით, ნარკოლოგიურ შემოწმება გავლილთა შორის ყველაზე ბევრი, 831 ადამიანი 25-44 ასაკობრივ კატეგორიაში იყო - მათგან 606 მამაკაცსა და 9 ქალს დადებითი შედეგი ჰქონდა. საანგარიშო პერიოდში ნარკოლოგიური შემოწმება 60 წელს ზემოთ მყოფმა 37-მა მოქალაქემ გაიარა - მათგან 24-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.