სტრასბურგი: "ხოდორკოვსკისა და ლებედევის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება"

14-01-2020 18:50:45 მსოფლიო

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ არ ცნო პოლიტიკური დევნა ბიზნესმენების მიხაილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის მიმართ, რუსეთში „იუკოსის მეორე საქმის“ განხილვის დროს, რაც თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებებს ეხებოდა. ბიზნესმენებს უარი უთხრეს კომპენსაციის გადახდაში. სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ხოდორკოვსკისა და ლებედევის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტების, მიმართ დარღვეულ იქნა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება. თუმცა, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს თანახმად, თავად ის ფაქტი, რომ სასამართლომ „იუკოსის საქმეში“ ადამიანის უფლებების დარღვევა აღმოაჩინა, უკვე არის მორალური ზარალის საკმარისად სამართლიანი კომპენსაცია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები