Accentnews.ge
სევასტოპოლზე მომხდარი თავდასხმის გამო აშშ-ის ელჩი რუსეთის საგარეო სამინისტროში დაიბარეს

სევასტოპოლზე მომხდარი თავდასხმის გამო აშშ-ის ელჩი რუსეთის საგარეო სამინისტროში დაიბარეს

24/06/2024 12:20:31 მსოფლიო

სევასტოპოლზე მომხდარი თავდასხმის გამო აშშ-ის ელჩი რუსეთის საგარეო სამინისტროში დაიბარეს.

როგორც ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, ამერიკელ დიპლომატს დემარში გამოუცხადეს იმ თავდასხმის გამო, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 150-ზე მეტი დაშავდა.

"აშშ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ფაქტობრივად გახდა კონფლიქტის მხარე. აშშ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ყველაზე თანამედროვე იარაღს აწვდის. მათ შორის სევასტოპოლის მცხოვრებლების მიმართ გამოიყენეს ATACMS–ის ტიპის რაკეტები, რომლის მართვაშიც ამერიკელი სპეციალისტები მონაწილეობენ და კიევის რეჟიმთან თანაბარ პასუხისმგებლობას იზიარებს ამ ბოროტებაზე. რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმა დაუსჯელი არ დარჩება", – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით ყირიმი არ შეიძლება, მშვიდობიან ზონად ჩაითვალოს. მისი თქმით, "ის მიტაცებული ტერიტორიაა, რომელზეც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს".

აშშ-ის საელჩოს მოსკოვში ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაზე. შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა მანამდე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეერთებული შტატები არ მონაწილეობს რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში, მაგრამ უკრაინას აძლევს შესაძლებლობას დაიცვას თავი, მათ შორის მიწოდებული იარაღით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S