
ლევან ვეფხვაძე ბიზნეს–ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გახდა
29/05/2019 09:48:04 ეკონომიკა
ლევან ვეფხვაძე ბიზნეს–ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.
ასოციაციის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
დღემდე ლევან ვეფხვაძე საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ასოციაციის ცნობით, ვეფხვაძე პროფესიით მათემატიკოსია, განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე სწავლობდა დიდ ბრიტანეთში სტრატკლაიდის ბიზნეს სკოლაში გლობალური ენერგომენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე.