
დიდუბეში ერთმანეთს სამი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა
14/01/2020 15:32:29 სამართალი
თბილისში, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.
დაშავებულია ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.