
ვიქტორ ორბანის ესკორტი გერმანიაში ავარიაში მოყვა, დაიღუპა ერთი პოლიციელი
25/06/2024 06:06:34 მსოფლიო
პოლიციის ესკორტი, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს გერმანიაში ვიზიტის დროს აცილებდა, ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ერთი გერმანელი პოლიციელი დაიღუპა, მეორე კი - მძიმედ დაშავდა, - იუწყება გერმანული მედია.
მისი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ შტუტგარტში მოხდა, სადაც BMW-ს მარკის ავტომობილი პოლიციელის მოტოციკლს შეეჯახა, რომელიც მეორე მოტოციკლს შეეჯახა.
61 წლის პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
მედიის ინფორმაციით, ვიქტორ ორბანი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთისა და შოტლანდიის მატჩზე დასასწრებად იმყოფებოდა.