
BBC: Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი პატიმრობიდან გათავისუფლდა
25/06/2024 06:11:42 მსოფლიო
Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი პატიმრობიდან გათავისუფლდა,- წერს BBC.
გამოცემის ცნობით, ასანჟი აშშ-ის ხელისუფლებასთან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან წაყენებული ბრალი აღიარა. ბრალის აღიარების სანაცვლოდ კი მას ამერიკის ციხეში სასჯელის მოხდა აღარ მოუწევს.
ასანჟმა დიდი ბრიტანეთი უკვე დატოვა და სამშობლოში, ავსტრალიაში გაემგზავრა.
52 წლის ჯულიან ასანჟმა ბოლო ხუთი წელი ბრიტანეთის ციხეში გაატარა, საიდანაც აშშ-ში ექსტრადიციის წინააღმდეგ იბრძოდა. მას ედავებოდნენ ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და გამჟღავნების მიზნით შეთქმულებას.