
ბელგოროდზე დრონებით "მასირებული შეტევის" შესახებ იუწყებიან
25/06/2024 06:35:44 მსოფლიო
ბელგოროდის ოქლის ხელმძღვანელის ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, ბელგოროდზე დრონებით "მასირებული შეტევა" განხორციელდა.
მისი ცნობით, ქალაქის დათვალიერების შემდეგ ნახეს ჭურვის მოხვედრის შედეგად დანგრეული სახლი, რომელშიც ქალის ცხედარი აღმოჩნდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილის ანგარიშში განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე 29 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს და გაანადგურეს. უკრაინის თავდაცვის უწყებაში ბელგოროდის დაბომბვაზე კომენტარს არ აკეთებენ.