
ზელენსკი: უსაფრთხოების სამსახურის დრონებმა 30-ზე მეტ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ტერმინალს და ბაზას დაარტყეს
25/06/2024 06:40:18 მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უპილოტო საფრენმა აპარატებმა უკვე დაარტყეს 30-ზე მეტ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ტერმინალსა და ბაზას, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ივნისს უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრის "A" სამხედროების დაჯილდოების ცერემონიაზე.
მან აღნიშნა, რომ ცენტრის ჯარისკაცების მუშაობის შედეგებს შორის არის "რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის განადგურება, რომელიც მუშაობს ომისთვის".
ზელენსკიმ თქვა, რომ უსაფრთხოების სამსახურის დრონებისთვის 1 000 კმ–ზე მეტი მანძილიც კი "არ არის პრობლემა".
"უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ჩვენი დაზვერვის წარმატებებთან ერთად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებიც აახლოებს ამ ომის უკრაინისთვის სამართლიან დასასრულს, რაც უზრუნველყოფს რუსეთისთვის რეალურ, ხელშესახებ, მტკივნეულ პასუხისმგებლობა უკრაინისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილისთვის“, - ციტირებს ზელენსკის მისი პრესსამსახური.
2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის ნავთობსაწარმოები გახდნენ დრონების სამიზნე. Reuters-ის ცნობით, სულ მცირე შვიდმა რუსულმა ქარხანამ შეწყვიტა წარმოება პირველ კვარტალში. გადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო, რუსეთმა გაზარდა ბენზინის შესყიდვები ბელარუსიდან და ასევე სთხოვა ყაზახეთს მიწოდება. უკრაინის პრეზიდენტმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე რუსული ჯარების თავდასხმებზე პასუხი უწოდა.