Accentnews.ge
საგამოძიებო სამსახური: პირს, რომელიც „Adidas”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებულ სპორტულ ფეხსაცმელს ყიდდა,  2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საგამოძიებო სამსახური: პირს, რომელიც „Adidas”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებულ სპორტულ ფეხსაცმელს ყიდდა, 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

25/06/2024 07:02:46 სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინა და ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს იმერეთის რეგიონში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც დაქირავებული პირების მეშვეობით აწარმოებდა და რეალიზაციას უწევდა „Adidas”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებულ სპორტულ ფეხსაცმელს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული „Adidas”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 6 000 ლარის ღირებულების 100 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, ასევე ამოღებულ იქნა „Adidas”-ის დიდი ოდენობით სასაქონლო ნიშანი და სპეციალური ბრენდირებული შტამპი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 -წლამდე ვადით", – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S