Accentnews.ge
მედია: ესპანეთმა უკრაინას "პატრიოტის" რაკეტების მეორე პარტია გაუგზავნა

მედია: ესპანეთმა უკრაინას "პატრიოტის" რაკეტების მეორე პარტია გაუგზავნა

25/06/2024 07:28:59 მსოფლიო

ესპანეთმა უკრაინას "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საზენიტო რაკეტების მეორე პარტია გადასცა. ამის შესახებ EFE-ს სამთავრობო წყაროებმა განუცხადეს, - იუწყება El Mundo.

წყაროების თანახმად, ესპანეთიდან რაკეტების მეორე პარტია უკრაინაში ჩავიდა 21 ივნისს გარდა პირველი პარტიისა, რომელიც აპრილის ბოლოს მიიღო კიევმა.

„პატრიოტის“ რაკეტები „მნიშვნელოვანი მიწოდების“ ნაწილია, რომელიც ივნისში უნდა განხორციელდეს, განაცხადა თავდაცვის მდივანმა მარგარიტა რობლესმა 25 მაისს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა ესპანეთთან საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დახმარების შესახებ შეთანხმებაზე, მაგრამ დეტალები არ გახმაურებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S