
ზავრადაშვილი: ივანიშვილი საუკუნის პატრიოტია, ყველამ დაიმახსოვრეთ
25/06/2024 07:35:00 ციტატა
"ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ყველაზე გამოკვეთილი პატრიოტი, შეიძლება ითქვას, საუკუნის პატრიოტი, და ერთხელ და სამუდამოდ თქვენც, ჯონ ბასმაც და ყველამ დაიმახსოვრეთ.[..]
არ მაინტერესებს, ბასი რას ამბობს, ქართველი ხალხი რას ამბობს, ეს არის მნიშვნელოვანი. ის ადამიანი, ვინც ამ ქვეყნის გადარჩენისთვის საკუთარ სიცოცხლესაც კი წირავს 2012 წლიდან მოყოლებული და დაასრულეთ რა...",– უთხრა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა "TV პირველს" აშშ-ის პოლიტიკური საკითხების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, საქართველოში აშშ–ის ყოფილი ელჩის ჯონ ბასის განცხადების კომენტირებისას.
ბასის თქმით, ივანიშვილს ქართველი ხალხის ოცნებები და მისწრაფებები მძევლად ჰყავს აყვანილი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021